პარიზში ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნისას 2 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების გამარჯვების ზეიმი მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ქალაქ ანსიში 50 წლის კაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, არხში გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. კიდევ 1 კაცი სენ-ფელის კომუნაში მას შემდეგ დაიღუპა, რაც გამარჯვების აღნიშვნისას  ავტომობილით ხეს დაეჯახა.

მანამდე ცნობილი გახდა,რომ ქვეყანაში ზეიმი არეულობაში გადაიზარდა. პარიზსა და ლიონში პოლიციამ არეულობის მომწყობების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტსრტი  14 ივნისს აიღო და 15 ივლისს დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული