პარლამენტმა მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე დაამტკიცა

101 ხმით 2-ის წინააღმდეგ – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორი 6-წლის ვადით აირჩია. შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით  დატოვა.

თადუმაძე კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. ის მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. თადუმაძე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, მათ შორის, ის ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტიც იყო.

დღეს პარლამენტში შალვა თადუმაძეს მენდნენ.

მანამდე 11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 12 წევრმა მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძეს  დაუჭირა მხარი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

Facebook Comments

ახალი დადებული