ჰელსინკიში პრესკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ფეხბრუთის ბურთი გადასცა და თქვა, რომ ესტაფეტას აშშ-ის გადასცემს, რადგან 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ მასპინძლობს.
ტრამპმა პუტინისგან ბურთი მიიღო და თავის მეუღლეს მელანია ტრამპს გადასცა. “ბურთს აუცილებლად ჩემს უმცროს შვილს, ბერონს ჩავუტან”, – განაცხადა ტრამპმა.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა გაიმართა.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტსრტი 14 ივნისს აიღო და 15 ივლისს დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა.2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ერთდროულად სამი ქვეყანა იქნება , – აშშ, მექსიკა და კანადა.
Facebook Comments