თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი იწვის.
ადგილზე 5-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
მაშველებმა კორპუსიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს.
წინასწარი ინფორმაციით ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
წყარო- pia.ge
Facebook Comments