უცხოური მედია

ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე რუსეთს უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება

Nusagi

ჰელსინკიში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და ამ კონტექსტში საქართველოზეც ისაუბრა. კრემლის ლიდერმა ვრცელი ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-ს მიცა.

ჟურნალისტმა, კრის უოლესმა რუსეთის პრეზიდენტს შემდეგი კითხვა დაუსვა :- როგორი იქნება რუსეთის რეაქცია თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანდებიან.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატოს  გაფართოვებასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოვებას მოსკოვი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

„სიტუაცია ნატოსთან დაკავშირებით ასე ვითარდება. მე მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა იქ გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი, მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთს და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები უნდა განათავსონ. ეს კი ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხთან დაკავშრებით უკიდურესად უარყოფითი იქნება“– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში  ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში  „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,190 ნახვა
%d bloggers like this: