სოციალური ქსელები და მედია

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ხორცის შეძენისას (ვიდეო)

Nusagi

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მორიგი რეკომენდაციით მიმართავს და ავრცელებს ინფორმაციას, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ხორცის შეძენისას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვასილ ბასილაძე ხორცის შენახვის პირობებს ასახელებს და ამბობს, რომ სამაცივრე განყოფილებაში იდეალური პემპერატურა +6 გრადუსია.

ხორცზე მიკრულ ეტიკეტზე უნდა იყოს სასაკლაოს აღიარების ნომერი, ასევე დამზადების თარიღი და საათი. საქონლის საყურე ნომერი. ამასთან, ხორცი არ უნდა იყოს მუქი შეფერილობის და არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი გარსი.

სურსათის სააგენტოს წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

მანამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არ არის.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,941 ნახვა
%d bloggers like this: