სოციალური ქსელები და მედია

ტყიბულში მეშახტეები შახტის დახურვას აპროტესტებენ

Nusagi

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები არიან შეკრებილები. ისინი შახტის დახურვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საწარმო არ უნდა გაჩერდეს, უნდა შეიცვალოს კომპანიის ხელმძღვანელობა.

მუშები სახელმწიფოსგან დასაბუთებულ გარანტიას ითხოვენ, რომ ვიდრე შახტი ამუშავდება, ანაზღაურებას მიიღებენ.

„ვითხოვთ წერილობით დაგვიდასტურონ, რომ ვიდრე გამოძიება დასრულდება და შახტები გაიხსნება, დაპირებულ ხელფასებს ნამდვილად მივიღებთ”, -განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ.

მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებული, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.

სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,190 ნახვა
%d bloggers like this: