შსს-მ ყაჩაღობისთვის 25 წლამდე ასაკის ორი ბიჭი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივლისს გლდანში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 ივლისს მოქალაქე დ.ც.-ს ორი ადამიანი დაესხა თავს, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გამოსტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები 1994 წელს დაბადებული ნ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ. სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა  დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული თანხის ამოღების მიზნით.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული