ვინ სარგებლობს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას შეღავათებით

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განმარტებულია, რა კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება შეღავათები საქართველოს მოქალაქისა და სამგზავრო პასპორტის აღებისას.

სააგენტოს ცნობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქისა და სამგზავრო პასპორტს მიიღება უფასოდ შეუძლიათ.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ შეღავათებით, ძირითადი საფასურის 50 %-ით. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ასევე 50 %-ით.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, ასეთ შემთხვევაში  მოქალაქისა და სამგზავრო პასპორტს უფასოდ მიიღებს.

18 წლამდე პირები სარგებლობენ 50-პროცენტაინი ფასდაკლებით.

სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია სტუდენტის სტატუსის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით, 95 ლარი (100 ლარის ნაცვლად).

Facebook Comments

ახალი დადებული

<