იმის მაგივრად მაღაროელებს ჭირისუფლობდეთ, კარდაკარ დადიხართ და ქალაქის მერს სკამს ურყევთ!

..ქურდი-ქურდია
პოლიციელი-პოლიციელი!
მეორეს ინტერესი ღვივდება მაშინ, როდესაც პირველი კვეთს წითელ ხაზს!
ესაა კანონი!

აი როდესაც “პაგონიანების” და “ანტიპომიდორელების” ინტერესები იკვეთება-ეს დომხალია პატივცემულებო!
დომხალია, რაც დღეს ხდება ჭიათურაში!
იმის მაგივრად მაღაროელებს ჭირისუფლობდეთ, მავანნი ცრუ ბრალდებების მოსაპოვებლად კარდაკარ დადიხართ და ქალაქის მოქმედ მერს სკამს ურყევთ!
 

ვაი რომ ხიჩკოკმა უდროოდ დაგვტოვა და ფელინიც ზეციურ იტალიაშია,  ხოდა “მესტნი” “თავების მმარხველების” დაწერილი სცენარი არ გეიშვა ხელიდან, მათი თავიც დალპა და მაჟორიც გაპაიკდა.

ხოდა ახლა, სანამ ის პატიოსანი კაცი მთლა გადარეულა და არგახსნილ ლაითურის ციხეში გიკრათ თავები პაგონიან-მანდატიანად, მისი სახელის  და სრულიად “ოცნების”  წაღმა-უკუღმა გამოყენებისთვის, მეზობლობაზე და ნათესაობაზე აპელირებით, ჯობია გაბო@ებული სასტავს ააგლიჯოთ რუჩკა-კალამი და საქმეს მიხედოთ!

პაატა ნადირაძე კია ინტელიგენტი და კაი ოჯახისშვილი, მაგრამ მეგობრები  ვყავართ პაწა თავზეხელაღებულები და მაგ “დანოსებს” კი იცით სადაც შეგიშეარებთ!

გაფრთხილებთ,მოეშვით ბინძურ თამაშებს, არ ხართ თქვენ უმაღლეს ლიგაში და ისე ნუ იზამთ “პაჟიზნენი” თამაშგარე აიკიდოთ,  სოველი, მაკრონის და კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის მზემა!

P.S. ჩემი ინფორმაციით, უკვე დაგეკიდათ თავს ზეით დამოკლეს ხმალი და ფრანგების გამარჯვების სიყვარულში, ეგებ გელიოტინაზე შევჯერდეთ?”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლალი მოროშკინა.

ლალი მოროშკინა, ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც ერთმანეთს,  გავრცელებული ინფორმაციით,  მერი და პოლიციის უფროსი დაუპირისპირდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული