სოციალური ქსელები და მედია

ბრაზილიაში ცნობილ პლასტიკური ქირურგზე ძებნა გამოცხადდა

Nusagi

ცნობილი ბრაზილიელი პლასტიკური ქირურგი, რომელსაც საზოგადოება ფსევდონიმით ბუმ-ბუმ იცნობს, მიმალვაშია. გამოძიების ცნობით, ქირურგმა პაციენტს საჯდომის გადიდების ოპერაცია სახლში გაუკეთა.

ქალი უეცრად ცუდად გახდა, ექიმმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაკავებულია ქირურგის მეგობარი, 45 წლის ქალი, რომელიც ექიმ ბუმ-ბუმთან ასისტენტად მუშაობდა და ოპერაციის დროს ეხმარებოდა. თავად ქირურგი პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მიიმალა.

ექიმი ბუმ-ბუმი ხშირად იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო გადაცემებში, მისი ინსტაგრამის გვერდს კი , რომელიც ამჟამად გაუქმებულია, ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა. ქირურგის მსხვერპლი 46 წლის ორი შვილის დედაა, ის საბანკო სფეროში მოღვაწეობდა და ოპერაციისთვის ბრაზიილის სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთიერება შეუშვა ექიმმა პაციენტს საჯდომში, სავარაუდოდ, ეს იყო პოლიმეთილმეტაკრილატი, რომელიც ქსოველების ფილერისთვის გამოიყენება. პლასტიკური ქირურგების ბრაზილიის ასოციაცის პრეზიდენტის თქმით, სფეროში დილეტანტები მომრავლდნენ, ამასთან, დაუშვებელია ბინებში ოპერაციის ჩატარება.

მისი თქმით, პაციენტები სიიაფის გამო, თაღლითების მსხვერპლნი ხდებიან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,304 ნახვა
%d bloggers like this: