დავიტ ოქიტაშვილი-რა შეგვეშალა და რა ვერ გავაკეთეთ? და რა არ გამოგვივიდა ?

,,ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ სხვა შეკრებაზე ( რა თქმა უნდა აქ ევროპულ საქართველოსა და სხვა სატელიტ პარტიებსაც ვგულისხმობ) ყოველთვის ღიმილი და ირონია მიპყრობდა, ვხვდებოდი, რომ განწირულების კრება თავშივე განწირული იყო.

დღესაც ასეა და ეს ეჭვგარაშეა, მაგრამ დღეს არც ღიმილი გამკარებია, მით უმეტეს არც ირონია, იმიტომ, რომ ვაშაძის გვერდით თაკო ჩარკვიანი დავინახე და კიდევ ბევრი სხვა, ის ინტელიგენცია, რომელიც ჩემი სულის ნაწილი, თანამებრძოლი და თანაზიარი მეგონა.

რა შეგვეშალა და რა ვერ გავაკეთეთ?

და რა არ გამოგვივიდა ?

… ფიქრებში წასულს ყველა ძველი კადრი- ციხისა თუ გირგვლიანის, 7 ნოემბირსა თუ 26 მაისის თვალწინ დამიდგა,, გული საოცრად დამწყდა

დამწყდა გარდაცვლილ ადამიანებზე (მიმხვედრი მიხვდება) , დამწყდა იმ სიმღერაზე, “დაჰკარის” მნიშვნელობა სხვანაირად, რომ ესმოდათ, იმ ხალხთან ერთად, რომ აჟღერდა, დამწყდა იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც ოცნებამ მოიტანა და ვერ გააგებინა და კარგად ვერაუხსნა ხალხს.

ბატონო ბიძინა, დამწყდა გული თქვენზეც, არ შეიძლება შეატოვო საქმე იმ ახალგაზრდებს და ხანდახან მოწიფულებსაც კი (ყველას არ ვგულისხმობ), რომელთა ხანდახან არათანამიმდევრულობამ, ზოგჯერ უპრინციპობამ და რაც მთავარია, შეპარულმა არაპროფესიონალიზმმა ეს გაერთიანება შექმნა, შექმნა და სხვა სახელით, სხვა ადამიანებით შეფუთული ისევ მოსვლას აპირებს, არა მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება ხალხი ბრძენია, მაგრამ გადარჩევა-არჩევა აუცილებელია. აუცილებელია, რათა ადამიანების სასოწარკვეთა არ გამოიყენონ, რათა იმედი არ დავკარგოთ…

 და ოცნება, რომელიც მე პირადად სხვა უამრავ ადამიანთან ერთად ამიხდა არ წაგვართვან, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იქ არ უნდა მოიაზრებოდნენ.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ოქიტაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული