რობოტი სოფია სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული რობოტი სოფია “ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მოგვიანებით, სოფია მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“.

სოფია გაერო-ს განვითარების პროგრამის​ (UNDP-ის) ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად OGP-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.

UNDP საქართველო-ს ინფორმაციით, სოფია ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმობს.

რობოტმა სოფიამ ღონისძიების გახსნამდე პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნა მოსწონს.

“მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა. მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ”,-აღნიშნა სოფიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული