საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 9:10 (3:1; 2:3; 2:3; 2:3) დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ვროპის წინა ორ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ გერმანიასთან გამარჯვების შემთხვევაში შეეძლო.
შეხვედრა ქართველმა წყალბურთელებმა დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს. ეროვნული გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო, მეტოქემ დაწინაურება და მატჩში გარდატეხის შეტანა ბოლო, მეოთხე ტაიმში მოახერხა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
შედეგად, ეროვნული ნაკრები შეძლებს ბრძოლა გააგრძელოს მე-13-მე-16 ადგილების დასაკავებლად და შეეცდება წინა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს – ბელგრადში საქართველოს ნაკრები მე-14 ადგილზე გავიდა, ბარსელონაში საუკეთესო შედეგი მე-13 ადგილი იქნება – გერმანიასთან მარცხმა, საქართველოს ნაკრებს უკეთესი ადგილის დაკავების შანსი დააკარგვინა.
რევაზ ჩომახიძის გუნდმა პირველ მატჩი უნგრეთის ნაკრებთან, რომელიც 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია – 5:12 დათმო,
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, 20 ივლისს იტალიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.