ამერიკელი გენერალი ფოთის პორტს ესტუმრა (ვიდეო)

საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება.  ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამერიკელ გენერალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.

ამერიკელი გენერლის საქართველოში ვიზიტის მიზანი ფოთის პორტის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაცნობაა, ვინაიდან სწორედ ფოთის პორტში საზღვაო გზით შემოდის საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა.

პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას თქმით, წელს დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობისთვის ფოთის პორტში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოდის.

Facebook Comments

ახალი დადებული