ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ აგვისტოში ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა. ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე კანცლერის ოფიციალურ ინფორმაციას ვიზიტების შესახებ, ვიზიტის წინა პარასკევს ასაჯაროვებს.

საქართველოში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული