ვოლსკი ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს

იმპერატიულად თქმა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ადამიანები არ მიეცნენ პასუხისგებაში, ჯერ ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ სახალხო დამცველს, რომელმაც აღნიშნა, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში არ მიეცნენ საქმესთან პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებული პირები.

ვოლსკის განცხადებით, გამოძიება რომ არასრულფასოვანი იყო, ეჭვები შექმნა სასამართლოს გადაწყვეტილებამ და არა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოკვლევამ.

„ხორავას ქუჩასთან დაკავშირებით თქვენ ამბობთ, რომ დამნაშავეები არ მიეცნენ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომ ჩვენ მივედით ეჭვამდე, მართლაც მოხდა იქ დანაშაულის დაფარვა. ასე იმპერატიულად თქმა, რომ არ მიეცნენ პასუხისგებაში, ჯერ მაგის საფუძველი არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შევქმნიდით საპარლამენტო კომისიას”, – მიმართა გია ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას.

ლომჯარიას საპარლამენტო ანგარიშში მთავარი თემები გახმაურებული საქმეებიაა, კერძოდ კი თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმე.

სახალხო დამცველმა, ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება თავიდანვე არ განხორციელდა და პასუხისგებაში არ მიეცნენ პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი დანაშაულთან.

Facebook Comments

ახალი დადებული