მესტია – თეთნულდი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ერთი უკრაინელი ტურისტი მთის ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
ამ დროისთვის გრძელდება სამაშველო სამუშაოები კიდევ ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით, ადგილზე მისვლა გაძნელებულია.
Facebook Comments