სოციალური ქსელები და მედია

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს

Nusagi

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია“, – განაცხადა ზახაროვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-წევრიანი სია წარუდგინა. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,001 ნახვა
%d bloggers like this: