ხელოვნება და კულტურა

ჯიმ მორისონის ბოლო ცნობილი ფოტოები

Nusagi

როკ-მუსიკაში ყველა დროის ერთ-ერთი შესანიშნავი  წარმომადგენლის, ჯიმ მორისონის ბოლო ცნობილი ფოტოები გამოცემა HE VUNTAGE NEWS-მა გამოაქვეყნა.

ფოტოები  გადაღებულია პარიზში, 1971 წლის 28 ივნისს.

ჯიმ მორისონი პამელა კურსონს პარიზში 1971 წლის მარტში შეუერთდა, ბინაში, რომელიც მან დაიქირავა ბოტრეილის ქუჩაზე ( პარიზის მე-4 რაიონი, მარჯვენა სანაპირო).

წერილებში მორისონი აღწერს ქალაქში მარტო, ხანგრძლივ სეირნობას.

ამ დროისთვის მორისონმა წვერი მოიპარსა და წინა თვეებში მომატებული წონა დაიკლო.

მორისონი 1971 წლის 3 ივლისს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ შედგენილი ოფიციალური ოქმის მიხედვით, იგი პარიზის ბინაში, სააბაზანოში, ვანაში (ბოტრეილის ქუჩა 17-19, მე-4 რაიონი) კურსონმა იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ გვამის გაკვეთა არ მომხდარა, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “გულის უკმარისობა” დასახელდა.

1971 წლის 28 ივნისს, ჯიმ მორისონი, პამელა კურსონი და მათი მეგობარი ალენ რონე ერთი დღით პარიზის ჩრდილოეთით, სენ-ლე-დ’ესერანში, გაემგზავრნენ, ჯიმის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე.

მორისონმა მთელი თავისი ქონება ანდერძით პამელას დაუტოვა, თუმცა მას ამით არასდროს უსარგებლია.

პამელა ჯიმის სიკვდილიდან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში. ოფიციალურ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირება დასახელდა.

პამელას სიკვდილის შემდეგ მისმა ოჯახმა ჯიმ მორისონის ქონებაზე  პრეტენზია გამოაცხადა და სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,919 ნახვა
%d bloggers like this: