,,თუ გული შეგტკივათ შოუ ბიზნესის ბედზე, მოიწვიეთ პროფესიონალი კომპოზიტორები”

,,გუშინ პრაიმ შოუს ვუყურე და ჩემი აზრი მინდა გამოვხატო! ის რომ ბევრი ნახვა აქვს ამ (,,სი@ულ”სიმღერებს ასე დავარქვი მე ამ შემოქმედებას.) 

ეს ტექნიკური ამბავია იციან როგორ უნდა გადავიდეს ვთქვათ ჯეკსონის სიმღერა ვიღაც შალიკოს ან ვალიკოს სიმღერაზე და კიდე უამრავი ხერხები არსებობს რომელზეც არავინ საუბრობს!

მეორე – სირცხვილია ზოგიერთი მართლა მაგარი მომღერალი ან მუსიკოსი გამოდის ამ შოუში და აპიარებს ხალხს რომელსაც მუსიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვისაც მართლა მუსიკა ესმის სახლში ზის უკვე წლებია…. ,ეს იმიტომ ხდება რომ ამ სასაცილო ქალების და კაცების ფონზე გონიათ უვიცებს რომ თავად უფრო მაგრები ჩანან!

იმას რასაც ეს მომღერლები მღერიან თუ რაც არის აქვს კლოუნადის ფუნქცია იმ განსხვავებით რომ კლოუნადა არის უმაგრესი პროფესია და ესენი ახლოსაც არ დგანან ამ პროფესიასთან ,რომ არაფერი ვთქვათ მითუმეტეს მუსიკასთან !

მოკლედ ნუ აქლიავებთ ამ ბავშვებს თუ ბევრი ნახვა აქვს ასეთ კომპოზიციებს ეს იმიტომ რომ ჟარგონს ვიხმარ ,,კაიფობენ” ამ მომღელებზე და ერთობიან! წამყვანებმა ჯერ უნდა განსაზღვრონ მუსიკა და სისულელე და მერე მოიწვიო ნამდვილი მუსიკოსები ან შოუმენები გამოვა ვინმე დედის@@@@ს შეიგინებან და ამას ეძახით პოპულარობას და ხელოვებას?

მართლა თუ გული შეგტკივათ დღევანდელი შოუ ბიზნესის ბედზე მოიწვიეთ პროფესიონალი კომპოზიტორები მომღერლები გვყავს არაჩვეულებრივი, მაგრამ რეპერტუარი ნული ეს უნდა გამოსწორდეს და ყველაფერი კარგად იქნება ნუ საზღვრავთ ნახვის მიხედვით მომღერლებს ამ ტექნოლოდგიას ბევრი ფლობს ქართველები სულ სამი მილიონი ვართ და ზოგი სამარცხვინოდ აცხადებს რომ 10 მილიონი და მეტი ნახვა და 20 მილიონი დისკი აქვთ გაყიდული როცა ინტერნეტიდან შეგიძლიათ გადმოიწეროთ ნებისმიერი სიმღერა დისკში 15 ლარს არავინ მისცემს ეს ბლეფია მითუმეტეს საქართველოში დამეთანხმებით !

მოკლედ მთელი ევროპა და აზია მათ სიმღერებზე იზრდება ხო?და გჯერათ ეს? ეს განცხადებები არაადეკვატური აზროვნების ხალხისგან მოდის და დაბოლების პრინციპით შეცდომაში შეყავთ ამ საქმეში გაუთვითცნობიერებული ადამიანები! მაგალითი მომყავს სოფო ბათილაშვილი გამოვიდა ადამიანურად ჩაცმული, არანაირი გინება არ ყოფილა მის ნამღერ სიმღერებში და შეაყვარა ხალხს თავი , უამრავმა ხალხმა მისცა ხმა ,,მხოლოდ ქართულში” და გაიმარჯვა ღირსეულად !

ესეიგი არ გვყოლია ნამეტანი ცუდი მსმენელი ხომ ასეა? უბრალოდ არ გვაქვს კარგი რეპერტუარი, რომ კარგმა მომღერალმა კარგად შეასრულოს!  აბა რატომ აყენებინებთ ეთერს ამ დეგრადირებულებს რომ შეურაცხყიფა მიაყენონ ქართველ მსმენელს რომ ასეთი სიმღერები მოწონთ და უგემოვოები არიან?”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,   კომპოზიტორი, მიხეილ ზაქარიაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული