აშშ-ში, კონეკტიკუტის შტატ ბრანფორდში მცხოვრებმა ქალმა, ემილი როუმ ნაყიდ ყურძენში სიცოცხლისთვის საშიში ობობამ შავი ქვრივი აღმოაჩინა. ინფორმაციას NBC Connecticut ავრცელებს. ქალმა ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ფოტოს კომენტირებასას მოყვა, რომ პირველ მტევანზე ისეთი მყარი ქსელი ნახა, რომ მაკრატლით გაჭრა მოუხდა.

როდესაც ბავშვის თხოვნით მეორე მტევანს მისწვდა, მასზე შავი ქვრივი შენიშნა. „გამიმართლა, რომ არ მიკბინა. რომ არ დამენახა, ეს აუცილებლად მოხდებოდა, საშინელება იყო“,-წერს როუ. მაღაზიამ, რომელიც სპეციალიზებულია ორგანულ პროდუქტებზე, კლიენტს ყურძნის ღირებულების ორმაგი ოდენობა დაუბრუნა. თანამშრომლები ამბობენ, რომ მომწოდებელი ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

„მიუხედავად ყველა მცდელობისა, ზოგჯერ ობობები მაინც აღწევენ ყურძნის მტევნებში, რადგან ისინიც ორგანული ბუნების ნაწილი არიან“,-აღნიშნავენ ისინი. შავი ქვრივი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ობობაა, ნეიროტოქსინი, რომელსაც შავი ქვრივის შხამი შეიცავს, 15-ჯერ ძლიერია ჩხრიალა გველის ნაკბენზე.

Facebook Comments

ახალი დადებული