საზოგადოება

SOS! კიკეთი, კოჯორი, წავკისი, ტაბახმელა, კახეთი… ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიან იქნება

Nusagi

კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას თითქმის  მთლიანად, ჰექტრობით ითვისებენ უცხოელები, იგივე მდგომარეობაა წავკისში, ნელ-ნელა კი კახეთის ტერიტორიების ათვისებაც ხდება. შემდეგ ამ მიწებს 300-300 კვადრატულ მეტრებად ყოფენ, არეგისტრირებენ, რომ გაყიდონ ისევ უცხოელებზე, -ამის შესახებ მიწის ამზომველი კომპანიის ხელმძღვანელმა, როსტომ კირკიტაძემ „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ძირითადი მყიდველები ირანელები, არაბები და თურქები არიან.

როსტომ კირკიტაძეს მისივე კომპანიის ოფისში შევხდით, რიგში დგომამ დიდხანს მოგვიწია, რადგან მოსაცდელში ბევრი უცხოელი, ძირითადად ირანელები და არაბები ელოდნენ დოკუმენტებს.

„კირკიტაძე და კომპანიის“ დირექტორი,  საკმაოდ აღელვებული ჩანდა „ეს რა ხდება, გაიყიდა საქართველო, ეს უბედურება დროზე თუ არ შეჩერდა, არ ვიცი რა გვეშველება“,-გვითხრა ბატონმა როსტომმა და რუკა დაგვანახა, რომელზეც სულ უცხოელებზე რეგისტრირებული ნაკვეთები ჩანდა.

-ბატონო როსტომ, ჟურნალისტი ვარ და ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩვენი სააგენტოს მეშვეობით შევეცდებით, ხალხს გავაგებინოთ თქვენი სათქმელი. ძირითადად რომელი ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ მიწებს?

-ძირითადად არაბები და თურქები.

-ჩამოთვლილის გარდა, კიდევ რა ტერიტორიებზეა ლაპარაკი?

-წავკისი , ტაბახმელა, თუმცა კახეთშიც დაწყებულია პროცესი.  სააკაშვილის დროს გლეხების მიერ გაჩეხილი ვენახები იყიდეს და ახლა არაბებმა გააშენეს ვაზი. ცოტა ხნის წინ კოჯორში რვა ირანელმა 1 ჰა მიწა გაიყვეს თანაბარწილად და ახლახანს მშენებლობის ნებრთვაც აიღეს.

-ვისგან ყიდულობენ იქ მიწებს?

-ვითომ ქართველი გლეხებისგან, მაგრამ გლეხებს ამხელა ტერიტორია არ ჰქონდათ.  სააკაშვილის მიერ  მიცემული მოქალაქეობა  გამოიყენეს და ყველაფერი დაუბრკოლებლად იყიდეს, ხოლო რაც დარჩა გასაყიდი,იმის შეძენაში ეს მთავრობაც კარგად უწყობს ხელს. იყიდიან ჰექტრობით მიწებს კაპიკებში და მერე ნაწილს ისევ ქართველზე ყიდიან უკვე დიდ ფასად, თუმცა თავისთვისაც ბევრს იტოვებენ. ახლა კარგ ხერხს მიმართეს, მოიყვანენ ცოლად ქართველს და უადვილდებათ შეძენა.

-არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ ამდენი მიწა აღარ გასხვისდეს უცხოელებზე?

-რას ამბობთ, დაცვის მექანიზმი კი არა, მოგეხსენებათ, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ გადაყავთ არასასოფლო დანიშნულების მიწებზე, ამაში ფულს იხდიან და ყოველ დღე ხდება გასხვისება.

-რას ფიქრობთ, რა გზებით შეიძლება ამის შეჩერება?

-არანაირად, თუ შესაბამისი კანონი არ მიიღეს, რაც სავარაუდოდ, არ მოხდება.

-რატომ?

-იმიტომ, რომ ვიღაცეები კარგად ითბობენ ამით ხელს.

– თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი,  რეგისტრაციას ხომ იუსტიციის სახლის საჯარო რეესტრი ახდენს?

– ჩვენი კომპანიით ხდება მიწების აზომვითი ნახაზების შედგენა. ასე რომ, ყველაფერი ნათელია ჩვენთვის.   ეს უბედურება უნდა შეჩერდეს, სანამ გვიან არ არის.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,220 ნახვა
%d bloggers like this: