ადვოკატი-სმიტების ოჯახის ნამდვილი მკვლელების ფოტორობოტი გამოქვეყნდება

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამომძიებელი კითხავს. ბრალდებული მწყემსის დაკითხვას ადვოკატი დავით გირგვლიანიც ესწრება.

უფლედამცველის თქმით, კობაური გამომძიებელს იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც რეალურად მკვლელობა ჩაიდინეს.

“ჩემი დაცვის ქვეს მშყოფი დამნაშავე არ არის, ის ამბობს, რომ მის თვალწინ ორმა პირმა მოკლა ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი. სწორედ ამ გარეგნულ მახასიათებლებს გამომძიებელს აღუწერს. ამის შემდეგ კი მოვითხოვთ, რომ საქმეს ფოტორობოტი დაერთოს და აღნიშნული პირების მიმართ ძებნა გამოცხადდეს”,-აცხადებს დავით გირგვლიანი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის, ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის შვილთან ერთად დაღუპულები იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურია.

Facebook Comments

ახალი დადებული