აშშ-ში გოგომ საკუთარ ანგარიშზე $1.1 მილიონი აღმოაჩინა

აშშ-ში, ბოსტონში 26 წლის ელენ ფლემინგს 18 ივლისს ბროკერული კომპანიიდან, TD Ameritrade-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ მის ანგარიშზე უკვე ასახული იყო $1.1 მილიონი. ამის შესახებ Foxnews-იწერს.

გოგომ საკუთარი საბანკო ანგარიშის გვერდი გახსნა და გაოცდა, როცა საკუთარ ანგარიშზე ნამდვილად აღმოაჩინა $1.1 მილიონი. არადა, მას იქამდე ანგარიშზე მხოლოდ $50 ჰქონდა.

„უკვე შემეძლო დამეტოვებინა სამსახური, რის გაკეთებაც აქამდეც მინდოდა და ისე დამეფარა ჩემი სტუდენტური სესხები“ – თქვა გოგომ.

გაირკვა, რომ ბანკს ის იმავე სახელისა და გვარის მქონე ფლორიდელქალში აერია.

19 ივლისს გოგო უკვე აღარ იყო მილიონერი, რადგან ბანკმა შეცდომა გამოასწორა და თანხა მის მფლობელს დაუბრუნა.

Facebook Comments

ახალი დადებული