სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტების ნავის ამობრუნების შედეგად. უბედური შემთხვევის მიზეზი უამინდობა გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
მისურის შტატის პოლიციის განმარტებით, სამგზავრო ნავზე 30-მდე ტურისტი იყო. მაშველები ხუთი დაკარგულის ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.
გამოცემის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
Facebook Comments