გოგონა, რომელიც ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატით ხელში ცეკვავდა, უცებ გაქვავდა

1956 წლის 4 იანვარს, კუიბიშევის გაზეთი “ვოლგის კომუნა” იუწყებოდა სასწაულებრივ მოვლენას, სახელწოდებით “ველური საქმე”.

მან უარყო ჭორები, რომელიც ქალაქში დადიოდა : გოგონა, რომელიც ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატით ხელში ცეკვავდა, უცებ გაქვავდა. დღეს კი, “ზოიას მდგომარეობას” ღვთის სასაწაულად მოიხსენიებენ მართლმადიდებლური ეკლესიები.

1955 წელს, ჩკალოვის N84-ში ცხოვრობდა ვინმე ზოია კარნაუხოვა. მან ახალი წლის ღამეს, გადაწყვიტა „ვეჩერინკის“ მოწყობა, დაპატიჟა მეგობრები და საქმროს, ნიკოლაის ელოდებოდა, მაგრამ ის არ ჩანდა… გაბრაზებულმა ზოიამ ხელი დაავლო ნიკოლოზის ხატს და ცეკვა დაიწყო. მეგობრები არწმუნებდნენ, რომ არ იყო სწორი მისი ქცევა და ხატის თავის ადგილზე ჩამოკიდება ურჩიეს. ზოიაში თითქოს ეშმაკმა ჩაიბუდა და ასე უპასუხა : ” თუ ღმერთი არსებობს, ის დამსჯის !”
უცებ, მეხის ხმა გაისმა ცაზე და ზოიაც გაქვავდა — მისი სხეული ქვად იქცა.

მეგობრები მის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ ძვრაც ვერ უყვეს. გაქვავებული სხეულიდან, მხოლოდ გულის ცემის ხმა ისმოდა.
ვერც ექიმებმა იღონეს რამე და ვერც მილიციამ. გაქვავებული ზოია არ ჭამდა, არც სვამდა, მაგრამ გულის ცემა კვლავ ისმოდა… ღამღამობით გაუგებარ სიტყვებს წამოიყვირებდა და ადამიანთა ცოდვებზე ლოცვას ითხოვდა, თან ხატიც, ისევე ჰქონდა მიხუტებული…
ერთ-ერთი შელოცვის დროს, ოთახში, რომელსაც მილიცია იცავდა, ადგილობრივი ბერი, სერაფიმ ტიაპოჩკინი შემოვიდა. მან შესძლო ხატის გამორთმევა და სთქვა, რომ აღდგომამდე ასე იდგებოდა. ასეც მოხდა: ზოია, 128 დღე გაუნძრევლად იდგა. აღდგომის დღეს კი, მისი სხეული ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა და სამ დღეში გარდაიცვალა.
.
კუიბიშეველი მორწმუნეები საოცრებას მოესწრნენ და ყველა მათგანი ამ სასწაულზე ლაპარაკობდა, რის გამოც, შეწუხებულმა მიხაილ ეფრემოვმა, რომელიც ქალაქის სკკპ ობკომის პირველი მდივანი იყო, ასეთი კომენტარი გააკეთა ადგილობრივ პრესაში ( ორიგინალი ) :
” «Да, произошло такое чудо, позорное для нас, коммунистов. Какая-то старушка шла и сказала: вот в этом доме танцевала молодежь, и одна охальница начала танцевать с иконой и окаменела, одеревенела. И пошло, начал собираться народ. Тут же выставили милицейский пост. Хотели послать туда попов для ликвидации этого позорного явления. Но бюро обкома посоветовалось и решило снять все посты, охранять там нечего. Вышла глупость: никаких танцев там не было, живет там старуха».

შემდეგ მოხდა ის, რაც უნდა მოეხდინა უშიშროების სამასახურს — ბერი სერაფიმიც გაქრა და ზოია კარნაუხოვას სახელიც.

2000 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი «Стояние Зои». 2009 წელს კი, ალექსანდრე პროშკინის მხატვრული ფილმი «Чудо». 2015 წელს ტელეფილმი «Зоя», ალექსანდრა იგნაშევას მიხედვით და იმავე წელს, სრეტენსკის მონასტერმა გამოსცა, პროტორეი ნიკოლოზ აგაფონოვის მოთხრობა «Стояние».
მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიოდნენ მომლოცველები ქალაქ სამარაში, ხოლო 2012-ში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ძეგლი დადგეს.
ორი წლის შემდეგ, 12 მაისს, ჩკალოვის ქუჩაზე, N84-ში მდებარე ზოიას სახლი დაიწვა.

გია შარაშენიძის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: