თეთნულდიდან ტურისტი უამინდობის გამო უსაფრთხო ადგილზე ვერ გადაჰყავთ

მესტიაში, თეთნულდზე ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტის გამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი და სამთო მაშველები მონაწილეობენ.

„სამწუხაროდ, ის ადგილი, სადაც ტურისტია ჩარჩენილი, მიუვალია უამინდობის, ნისლის და თოვლის გამო“, – აღნიშნეს სააგენტოში.

ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200 მეტრზე იმყოფებოდა. ორი დღის წინ კი 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გუშინ გადაიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული