სოციალური ქსელები და მედია

მიხეილ ბატიაშვილი: მოადგილეების ზუსტი რაოდენობა რეორგანიზაციის შემდეგ გაირკვევა

Nusagi

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შვიდი მოადგილე გარდამავალ ეტაპზე დარჩა, – ამის შესახებ მოადგილეებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მინისტრის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია მისი მისვლისთანავე გამოცხადდა და არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამინისტროების რაოდენობის კლების პარალელურად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.

„კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ  ეტაპზე დარჩა 7”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ დასახელდება მინისტრის მოადგილეების ზუსტი რაოდენობა.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა. ახალმა მინისტრმა 12 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა რეორგანიზაციას თან ახლავს შტატების შემცირებაც.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,735 ნახვა
%d bloggers like this: