სოციალური ქსელები და მედია

ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა

Nusagi

ხორავას ქუჩის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულარასრულწლოვანს ბრალი წარედგინა. ბრალდებულის დედის განცხადებით, მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ბრალს არ აღიარებს.

მოზარდი 19 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მღვდელის შვილის დაჭრაშიც ადანაშაულებს.

ლაპარაკია დეკანოზ შიოზე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეტა სამინისტრო. სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,125 ნახვა
%d bloggers like this: