უცხოური მედია

ბერლინში 103 წლის ქალმა მძარცველები სახლიდან გაყარა

Nusagi

გერმანიაში, ბერლინში მცხოვრებმა 103 წლის ქალმა სახლში მისული მძარცველები ყავარჯნით გაყარა. ამის შესახებ The Local იუწყება.

ორი ბოროტმოქმედი ქალი 103 წლის პენსიონერთან სახლში უეცრად შეიჭრნენ, როდესაც მან შესასვლელი კარი გააღო.

ქალებმა მოხუცი სამზარეულოში შეიყვანეს და დოკუმენტებზე ხელმოწერას თხოვდნენ. მესამე ბოროტმოქმედი,  სადარბაზოში იდგა. პოლიციის ვარაუდით,  მამაკაცი მომენტს ელოდა, რომ ბინაში შესულიყო და სანამ  მოხუცი მისი თანამზრახველებით იქნებოდა დაკავებული, ძვირფასეულობა გაეტანა.

მოხუცმა მძარცველების გეგმები ჩაშალა. მან კატეგორიული უარი თქვა, ხელი მოეწერა ქაღალდებზე და როდესაც ერთ-ერთი ქალი მას მიუახლოვდა, მოულოდნელად სახეში ყავარჯენი ჩასცხო. სისხლის დანახვაზე ქალები დაიბნენ და მოხუცმა ჯოხის ქნევით ორივე სახლიდან გაყარა.

სამივე ბოროტმოქმედი მიიმალა, მოხუცი არ დაშავებულა.

 

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,969 ნახვა
%d bloggers like this: