BBC-მ გამოაქვეყნა ვიდეოტური, რომლის მეშვეობითაც ბუკინგემის სასახლეში მოგზაურობა ვირტუალურადაა შესაძლებელი. ვიდეო დამთვალიერებლებს ოთახების 360 გრადუსით დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს.
სასახლე ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა ლონდონში. 1837 წელს სასახლე ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა დედოფალ ვიქტორიას კორონაციის შემდეგ.
შენობაში ბოლო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ცვლილებები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა. სასახლეს მიემატა ვრცელი ფრთა, რომლის ფასადი აღმოსავლეთ მდელოსკენ გადის. მარმარილოს თაღი გადაიტანეს ჰაიდ-პარკში გადაიტანეს გამომსვლელთა კუთხის მახლობლად. 1913 წელს აღმოსავლეთის მთავარი ფასადი პორტლანდის ქვით მოაპირკეთეს. სწორედ ამ ცვლილებამ მისცა ბაკინგემს ახლანდელი „საზოგადოებრივი სახე“, რისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა ბაკინგემის სასახლის აივანი.