ლეონარდო „მილანში“ დაბრუნდა

„მილანის“ ახალი ტექნიკური დირექტორი ლეონარდო გახდა.  ამ პოსტზე მან მასიმილიანო მირაბელი ჩაანაცვლა. ამის შესახებ Football Italia წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლას აპირებს მარკო ფასონეც.

ლეონარდო 2009-2010 წლებში „მილანის“ მწვრთნელი იყო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბი ახალი ხელმძღვანელობის ხელში გადავიდა, რომელიც ძირეულ სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავდა.

Facebook Comments

ახალი დადებული