მაშინ გვეგონა „რუსებს ვამუშავებდით“, არადა იქით ვუხდიდით დასვენების სანაცვლოდ…

,,რის იტალია და შვეიცარია, ან რა საბერძნეთი და კვიპროსი?! არსად, არასდროს ისე არ გუგუნებდა აგროტურიზმი, როგორც ეს გასული საუკუნის 70-80ან წლების ქობულეთის მარშრუტი იყო, ნარინჯისფერი რთველის სეზონზე.

ჩამოდიოდნენ სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები: ლექტორ-მასწავლებლები, ინჟინერ-მშენებლები, სამხედრო ოფიცრები, ზეინკლები, მაღაროელები, სპორტსმენები… ჯგუფებს მატარებლის ბაქანზე თავად ფერმერები აკომპლექტებდნენ, დიასახლისების დანაბარების შესაბამისი გენდერული პრინციპით.. 

 7-10 დღიანი ტურის ფარგლებში ცხოვრობდენ კრემლის იმიტაციის ქობულეთურ „დვარეცში“, ღვინოსთან და ჭაჭასთან ერთად აგემოვნებდნენ ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს: ბორანოს, აჩმას, იახნს, დედლურს… მოკრეფილი მანდარინის საფასურად იღებდენ იმდენს, რაც საკმარისი იყო მათი საშვებულებო ხარჯების ასანაზღაურებლად – სამგზავრო, სიგარეტი და ა.შ..

მაშინ გვეგონა – „რუსებს ვამუშავებდით“, არადა იქით ვუხდიდით დასვენების და გაჯანსაღების სანაცვლოდ…

რას მოვაყოლე და, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საპროგრამო გამოსვლაში სოფლის მეურნეობას დაეთმო სულ 15 წამი, ისიც აგროტურიზმის ჭრილში, მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით.. და ქობულეთელი დეპუტატებიც ისმენდენ ამას სხვათაშორის!”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მამუკა კაკალაძე

Facebook Comments

ახალი დადებული