მდინარაძე-არც არაფერს ვადასტურებ და არც გამოვრიცხავ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ “ქრონიკასთან” საუბარში განაცხადა, რომ ყველა გამოძიების დასრულებას ელოდება და დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. “არც არაფერს ვადასტურებ და არც გამოვრიცხავ”, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძეს თქმით, გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ ცნობილი გახდებოდა. “პროკურატურაში განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა სამომავლოდ ამის შესახებ ცნობილი გახდება”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძემ “ქართული ოცნების” პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ის არ გაურიცხავთ განსხვავებული აზრის გამო. მდინარაძის თქმით, ის ძალიან ხშირად აკრიტიკებდა თავისი პარტიის წევრებს და ხელს უშლიდა გუნდურ მუშაობას.

დავით ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს. უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის  თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიიღეს.

Facebook Comments

ახალი დადებული