ნიუ-იორკში რუსეთის მოქალაქეები სექს-მომსახურების ქსელის ორგანიზებისთვის დააკავეს

ჩელიაბინსკის მკვიდრი ქსენია ხოდუკინა რუსეთიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, შემდეგ კი ფლორიდაში, სადაც სილამაზის სალონს Beauty by Ksenia ხელმძღვანელობდა, თუმცა მანჰეტენის პროკურატურა ასე არ ფიქრობს.

გამოძიების მონაცემებით, ქსენია და მისი მეუღლე ევგენი რიზანოვი (ორივე რუსეთის მოქალაქეა) საკუთარი ბინიდან, რომელიც rump Towers III-ში მდებარეობს, დისტანციურად ხელმძღვანელობდნენ სექს-მომსახურების ქსელს Russian Dolls, ამის შესახებ Miami New Times იუწყება.

ცოლ-ქმარი 11 ივლისს, სანი-აილეს ბიჩზე დააკავეს, მეორე დღეს კი მანჰეტენზე გადაიყვანეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

სამართალდაცვის საკითხებში ფლორიდის დეპარტამენტმა „ტრამპ თაუერ 3″-ში მდებარე ბინის №1802 დაყადაღების ორდერი გასცა.

პროკურორების მტკიცებით, წყვილი უკვე 3 წელია, რუსეთიდან ნიუ-იორკში ქალების ჩაყვანითაა დაკავებული. ქალებს ბრუკლინში ათავსებდნენ, სექს-მომსახურებისთვის კი მათთვის სასტუმროს ნომერს და ავტომობილს ჯავშნიდნენ.

მანჰეტენის პროკურორის თანაშემწე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ წყვილს საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროპაგანდის ოპერაცია ჰქონდათ ორგანიზებული, ქალებს ფულს უხდიდნენ, თუმცა შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ართმევდნენ.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული