სოფელ ოკამთან, კასპის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

კასპში, ოკამის გადასახვევთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამარშრუტო ტაქსი და ტრაილერის ტიპის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

როგორც „ინფო ფოსტალიონის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

„ინფო ფოსტალიონი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.

   

Facebook Comments

ახალი დადებული