წინასწარი მონაცემებით, იგოეთთან ავარიის მიზეზი მიკროავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარე გახდა

ამ დილით, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, ცენტრალურ ავტობანზე იგოეთის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე, მიკროავტობუსში მჯდომი ქალი გარდაიცვალა, დაშავებული მძღოლი კი უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რაც  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის გამომწვევი მიზეზი მიკროავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული