11 წლის გოგომ, რომელსაც კლასელები დასცინოდნენ, ტანსაცმლის პოპულარული ბრენდი შექმნა

აშშ-ში 11 წლის გოგოსთვის, ქერის როჯერსისთვის კლასელებისგან და მასწავლებლებისგან დაცინვა საკუთარი ბიზნესის წამოწყების მოტივაციად იქცა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგო სწავლობდა სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმეტესობა აფროამერიკელი იყო, მას მაინც მუდმივად დასცინოდნენ იმის გამო, რომ მკვეთრად მუქი კანი ჰქონდა. გოგომ სკოლაც შეიცვალა, თუმცა იქაც ჩაგვრის მსხვერპლი გახდა.

გასული წლის აპრილში მან გადაწყვიტა, შეექმნა მაისურების კოლექცია, რომელსაც „Flex in your complexion“ (მოარგე შენს ფერს) დაარქვა.

რამდენიმე თვეში მისი ბრენდი პოპულარული გახდა. დღეს მას 10 ათასზე მეტი მაისური აქვს გაყიდული და გამომუშავებული აქვს $100 ათასზე მეტი.

მისი მაისურები რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა უკვე მოირგო.

გასული წლის აპრილშივე, ცნობილმა რეპერმა, Snoop Dogg-მა Instagram-ის საკუთარ გვერდზე მის შესახებ დაწერა და გოგო საკუთარ მსმენელებს ამ ფორმით გააცნო.

Facebook Comments

ახალი დადებული