ილია მეორე წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო.

პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავას განცხადებით, ამ დროისთვის უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დილით პატრიარქს წნევა დაუქვეითდა, რის გამოც ექიმებმა შესთავაზეს მსახურებაზე არ წაბრძანებულიყო. ექიმები მიზეზად ჰაერის მაღალ ტემპერატურას და პატრიარქის ფასანაურში ბოლოდროინდელ ვიზიტს ასახელებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული