საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავია რეისზე დაგაგვიანდათ

Nusagi

მოგზაურობა ძალიან საინტერესო და სახალისოა, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩაიფიქრეთ. ფრენის გადადება მრავალი მიზეზით შეიძლება მოხდეს, უამინდობით, ტექნიკური პრობლემებით, ან მარშრუტის გადატვირთულობით. ყველაზე უარესია, როდესაც ტრანზიტულ რეისზე დაგაგვიანდებათ და იძულებული ხართ, შემდეგ რეისს დაელოდოთ.

უსიამოვნო პროცესია, თუმცა არა კატასროფა. გამოცემა „ფორუმდეილიმ“ რამდენიმე სასარგებლო რჩევა შეაგროვა, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აეროპორტში „ჩარჩით“.

თუ ხვდებით, რომ აგვიანებთ, შეატყობინეთ ავიაკომპანიას

როგორც  USA Today წერს, თუ საცობში ჩარჩით, ან გვიან გაიღვიძეთ და ხვდებით, რომ რეისს ვეღარ მიუსწრებთ, სასწრაფოდ შეატყობინეთ ავიაკომპანიას. რაც უფრო ჩქარა გააგებინებთ ამის შესახებ, მით უკეთესია.

ვინაიდან თქვენი ადგილი ფრენის დროს ცარიელი იქნება, ახალ რეისზე დაჯავშნა კი იმას ნიშნავს, რომ უფულოდ უნდა გამოგიყოთ ადგილი, კომპანია შეეცდება არ დაგიჯავშნოთ ახალი ადგილი. ხოლო იმ  შემთხვევაში, თუ დროზე შეატყობინებთ დაგვიანების შესახებ, მას ექნება შანსი, გაყიდოს თქვენი ბილეთი და არ იზარალოს ახლის დაჯავშნისას.

დაგვიანების მიზეზს მნიშვნელობა აქვს

ავიაკომპანია როგორც წესი, არ მოქმედებს მგზავრის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეისზე დაგვიანება გაურკვეველი მიზეზით მოხდა.

ავიაკომპანიების უმეტესობას აქვს დაუწერელი კანონი სახელწოდებით „ჩაფუშული საბურავი“, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაგიჯავშნოთ ადგილი შემდეგ რეისზე, თუ დაგვიანებას სერიოზული მიზეზი ჰქონდა.

ასეთ მიზეზებს შორის არის: აეროპორტის გზაზე საბურავის ჩაფუშვა, ექსტრემალური სამედიცინო დახმარება, ან დოკუმენტით გამყარებული მიზეზი, რომელიც თქვენგან დამოუკიდებლად მოხდა.

როგორც წესი, ამ სიაში არ არის ისეთი მიზეზი, როგორიცაა გვიან გაღვიძება, ან საცობი გზებზე, თუმცა აგენტებს, რომლებიც რეგისტრაციის მაგიდასთან დგანან, საშუალება აქვთ დაგეხმარონ, თუ დროულად იქნებიან ინფორმირებულნი დაგვიანების შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება უმიზეზოდ მოხდა და თქვენ წინასწარ ვერ მოახერხეთ ავიაკომპანიის ინფორმირება, სხვა გზა აღარ დაგრჩებათ, გარდა ახალი ბილეთის ყიდვისა, თუმცა აქაც ბევრის გაკეთება შეუძლია თავაზიან ღიმილს და ზრდილობიან ტონს. არ ეუხეშოთ რეგისტრაციის მაგიდასთან მდგომ აგენტს.

რეისზე დაგვიანებული მგზავრის უფლებები

თუ რეისზე დაგაგვიანდათ და ვერ მოახერხეთ ავიაკომპანიის გაფრთხილება, იმის შანსი, რომ შემდეგ რეისზე უფასოდ იმგზავრებთ, მინიმუმია,  უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ავტომატურად უქმდება. თუ რეისის გამოფრენამდე შეატყობინებთ ავიაკომპანიას, შეძლებთ უკან დაიბრუნოთ ფულის ნახევარი.

დაგვიანება ტრანზიტულ რეისზე წინა რეისის დაგვიანების გამო

თუ რეისზე იმიტომ დაგაგვიანდათ, რომ წინა, ტრანზიტული რეისი დროზე არ ჩაფრინდა, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ასეთ დროს ავიაკომპანია ვალდებულია, უფასოდ გაგამგზავროთ მომდევნო რეისით. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი რეისი მხოლოდ მეორე დღეს არის, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით სასტუმროთი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,046 ნახვა
%d bloggers like this: