ბრიტანეთში 3 წლის ბავშვზე მჟავით თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

დიდ ბრიტანეთში 3 წლის ბავშვზე მჟავით თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისინი 22, 25 და 26 წლის კაცები არიან. ასევე დაკავებულია 39 წლის კაციც. მცირეწლოვანზე თავდასხმა ქალაქ უორსესტერში მოხდა.

ბავშვს სახისა და ზედა კიდურების არეებში დამწვრობის მძიმე ფორმები აღენიშნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში მჟავით თავდასხმის შემთხვევებმა იმატა.

Facebook Comments

ახალი დადებული