ლაშა ნაცვლიშვილი პაატა ბურჭულაძეს ადვოკატის შეცვლას არ ურჩევს

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პროკურატურისგან მიღებული პასუხი გაასაჩივრა და მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა. ინფორმაცია 1tv-მა გაავრცელა.

ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებით, საუბარია პროკურატურაში 7 მარტს შეტანილ მოთხოვნაზე, დაიწყოს გამოძიება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე. ადვოკატი ამბობს, რომ ნაცვლიშვილმა უფლებამოსილებას გადაამეტა და მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

ადვოკატისთვის გაგზავნილ პროკურატურის პასუხში წერია, რომ გარემოებების შესწავლის შედეგად გამოძიების დაწყების წინაპირობები არ არსებობს. სწორედ აღნიშნული პასუხი გაასაჩივრა დღეს პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა.

imedinews-ი POSTV-ის დირექტორს, ლაშა ნაცვლიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ყველა ცნობა, რაც ბურჭულაძის საქმიანობას ეხება „პოსტტივიმ“ ღია წყაროებიდან მოიპოვა.

„შევთანხმდეთ, რომ ადვოკატი, როგორც წესი კლიენტის სახელით ლაპარაკობს ხოლმე. ამიტომ – როგორც გაირკვა, ბურჭულაძე წუხს იმაზე, თუ საიდან გავიგე მე, ეგ ვაჟბატონი ობლების ფულს რომ იპარავდა. სწორედ ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არცერთ რეალურ კითხვაზე, რაც პოსტივიმ დასვა, მას პასუხი არ აქვს; და მეორეც, „პოსტივიმ“ საკუთარ მისიად, ფეიკ-ნიუსის და ფეიკ-ქველმოქმედთა მხილების კვალდაკვალ, სხვა ყალბი სიდიდეების მხილებაც დაისახა მიზნად და აი, თქვენს წინაშეა კიდევ ერთი თვითლუსტრირებული ყალბი სიდიდე – მაღალანაზღაურებადი ადვოკატი პაატა ბარათაშვილი, რომელიც იმდენად არაკომპეტენტური გამოდგა სამართლებრივ საკითხებში, რომ ისიც ვერ გაარკვია, რომ ყველა ინფორმაცია, რაც ბურჭულაძის საქმიანობას ეხება, ღია წყაროებიდან გვაქვს მოპოვებული. თავიდან ვფიქრობდი, ვურჩევ  ბურჭულაძეს, ადვოკატი შეიცვალოს-თქო, მაგრამ მაგას ისეთები აქვს ნაკეთები, პლევაკო და კონიც ვერ უშველიან და ამიტომ ისევ  ბარათაშვილი ყავდეს, ჯობია”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული