რუსი ტურისტი თურქეთში აივნის მორყეულმა მოაჯირმა იმსხვერპლა

რუსული მედიის ცნობით, რუსი ტურისტი უფადან, მარსელ ნაგიმოვი, რომელიც თურქეთში დასასვენებლად იმყოფებოდა, სასტუმროში, თავისი ნომრის აივანზე, მოაჯირს მიეყრდნო, რომელიც მყარად დამაგრებული არ აღმოჩნდა და მე-7 სართულიდან​ გადავრდა.

როგორც გარდაცვლილის მეგობარი გოგონა აცხადებს, დაზღვევა უარს ამბობს, ცხედრის ტრანსპორტირების ანაზღაურებაზე და ამტკიცებს, რომ ტურისტი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ნაგიმოვის მეგობრები კი მის სიმთვრალეს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ის სრულიად ფხიზელი იყო, აივანზე გავიდა და მოაჯირს მიეყრდნო, რომელიც მორყეული აღმოჩნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული