სოციალური ქსელები და მედია

ტყიბულში „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვეს

Nusagi

ტყიბულში „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვეს.

უფლებამოსილება შეიჩერეს “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ გია ქარქაშაძემ, წარმოების დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ.

თავად გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ისინი “საქახშირის” ადმინისტრაციის თანამდებობიდან წასვლას და ხელისუფლების წარმომადგენლების ტყიბულში ჩასვლას ითხოვენ.

16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,022 ნახვა
%d bloggers like this: