კრიმინალი

ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა

Nusagi

ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა.  ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ჩამტვრეულია ვაგონის შუშა, რის გამოც მატარებელი კასპში შეყოვნდა. ამ დროისათვის გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.

დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, მატარებელი გააგრძელებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას. მატარებელი ფოთიდან 08:40 წუთზე გამოვიდა და თბილისში 14:05-ზე უნდა ჩამოსულიყო.

მომხდარის გამო, რეისი დაიგვიანებს. მიმდინარეობს გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდებიან და მიეცემიან პასუხისგებაში აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,184 ნახვა
%d bloggers like this: