Uncategorized

ჩინეთში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას სკანდალი მოჰყვა

Nusagi

ჩინური ფარმაცევტული პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Changchun Changsheng Life Sciences-ი, რომელიც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებით მეორე ადგილზეა, სკანდალში გაეხვია. ამის შესახებ BBC წერს.

ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიამ ვაქცინების წარმოება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. ჩინეთის პრემიერმა ლი კეციანმა პირადად გასცა ბრძანება, რომ გამოძიებას სპეციალურმა კომისიამ ჩაატაროს.

ჩინეთის კვების პროდუტებსა და მედიკამენტებზე კონტროლის სამმართველო არა მხოლოდ ვაქცინების წარმოების შეწყვეტას, არამედ კომპანიისთვის სერტიფიკატის გაუქმებას მოითხოვს.

შემოწმებამ წარმოებისას არაერთი დარღვევა გამოავლინა. კომპანიამ მოსახლეობას საჯარო ბოდიში უკვე მოუხადა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ბაზრიდან გაიტანა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,475 ნახვა
%d bloggers like this: