ჯორჯ მაიკლის შეყვარებული ამბობს, რომ მუსიკოსმა თავი მოიკლა

ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების თაობაზე ახალი ვერსია გაჩნდა. როგორც მუსიკოსის მეგობარი კაცი ამბობს, მან 2016 წელს თავი მოიკლა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

ფადი ფარაზის თქმით, ჯორჯ მაიკლს სუიციდის 5 მცდელობა ჰქონდა. ამის მიზეზი კი უცნობია.

ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს ბრიტანეთში, ოქსფორდშირის საგრაფოში, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის სახლში მისული პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ჯორჯ მაიკლი, რომლის ნამდვილი სახელია იორგოს კირიაკოს პანაიოტუ, 1963 წელს ლონდონში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი 80-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად, მუსიკოსი დუეტში Wham კლასელთან – ენდრიუ რიჯლისთან ერთად მღეროდა. სოლო კარიერა ჯგუფის დაშლის შემდეგ, 1986 წელს დაიწყო.

ჯორჯ მაიკლმა თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი მუსიკალური ჯილდო მიიღო, მათ შორი სამი „გრემი“ და MTV-ის ხუთი ჯილდო. მისი უკანასკნელი ალბომი Symphonica 2014 წელს გამოვიდა, ხოლო სინგლი Freedom საკულტო ჰიტად რჩება.

Facebook Comments

ახალი დადებული