ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატებს ასახელებს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. გადაცემა შეკვეთილში, ყოფილი პრემიერმინისტრის სახლშია ჩაწერილი და პირველი არხის ეთერში სრულად 21:45 საათზე გავა.

არხის მიერ გავრცელებული გადაცემის ანონსში ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატებზე ლაპარაკობს. „ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი, და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული