ზუგდიდის სოფელ დარჩელში თხილის შესანახი საწყობი დაიწვა. საწყობში 3 ტონა თხილი ინახებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მაშველების ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
Facebook Comments